სალომე სიმონია: ეს მხოლოდ მცირე ნაწილია მათი ქონების და ოცნების მილიონერი ჩინოვნიკების სიაც სრული არ არის

სამოქალაქო აქტივისტი სალომე სიმონია:
200,000 ლარიანი ანაბრით. (დეკლარაციის მიხედვით)
– 4,6 მლნ. დოლარის ბიტკოინით; 4,3 მილიონის ქონებით; 1,1 მილიონის ავტომობილებით.
● დეპუტატი, ანტონ ობოლაშვილი – სააფთიაქო ბიზნესიდან 1 წელში მიღებული 5,3 მლნ. დივიდენდით.
● შოთა ბერეკაშვილი 2,4 მილიონიანი კერძო სახლით და წელიწადში 5,4 მილიონი ლარის შემოსავლით.
● ნინო წილოსანი 256,000 ლარიანი მანქანით და 340,000 ₾ ნაღდი ფულით.
● ვახტანგ თურნავა – 564,000 ლარის ღირებულების 7 საათით, 200,000 $ ბიტკოინით და 1,3 მილიონის ქეშით.
● ილია ინჯია – 4,2 მილიონის უძრავი ქონებით და 469,000 ლარის ნაღდი ფულით. 25,000 დოლარიანი იარაღით.
● დეპუტატი, გიორგი ბარვენაშვილი – 1,6 მილიონი ლარის 5 ავტომობილით.
● დეპუტატი, ბეჟან წაქაძე – 10 მლნ.-ის ქონებით, 660,000 ლარიანი მანქანით და 675,000-ის ფერწერული ტილოებით.
● დეპუტატი გოჩა ენუქიძე – 2 მილიონის ქონებით, 2 მილიონის აქციებით, 1 მილიონიანი ანაბრით და 463,000 ლარიანი ასტონ მარტინით.
● მარიამ ქვრივიშვილი – მილიონ ლარზე მეტის ანაბრით, 1,2 მილიონის ქონებით და როლექსის საათებით.
[ ეს მხოლოდ მცირე ნაწილია მათი ქონების და ოცნების მილიონერი ჩინოვნიკების სიაც სრული არ არის. ]
დღეს და ღამეს ასწორებენ თურმე:
დიუშენიანი ბავშვებისთვის წამლის შემოტანაზე ფიქრში. 260,000 მშიერი ბავშვის დაპურებაზე დარდში. ვალებში მყოფი და ხშირად უსახლკაროდ დარჩენილი მოხუცებისა და უპოვართა სასადილოების გრძელ რიგში მდგარი გაჭირვებულების დახმარებაში. თურმე შემცირებულ შობადობასა და გაზრდილ გარდაცვალებაზე საერთოდ, ჭმუნვაში არიან. ემიგრაციაზე და ბავშვების გადინებაზე – მძიმე განცდებში, მაგრამ მაინც, ამ ყველაფრით უკმაყოფილო აქციის მონაწილეებს ტროტუარზე დგომის გამო აპატიმრებენ.