რუსეთის თავდაცვის უწყება - რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 33 უკრაინული დრონი გაანადგურეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 33 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა შეაკავეს და გაანადგურეს ოცდარვა უპილოტო საფრენი აპარატი ბრიანსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორი უპილოტო საფრენი აპარატი - სმოლენსკის ოლქის ტერიტორიაზე, ორი -ლიპეცკის ოლქის ტერიტორიაზე, ერთი უპილოტო საფრენი აპარატი კი - ტულას ოლქის ტერიტორიაზე“, - აცხადებენ უწყებაში.
მანამდე, ბრიანსკის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე ბოგომაზმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ოლქის ტერიტორიაზე დრონებით მასიური თავდასხმა განხორციელდა. მისი განმარტებით, თავდასხმას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.