ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი: გავანადგურეთ 41 უკრაინული დრონი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 30 ივნისს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 41 დრონი გაანადგურა.
როგორც ანგარიშში წერია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 36 უპილოტო საფრენი აპარატი ცენტრალური ფედერალური ოლქის თავზე ჩამოაგდო, ხოლო 15 – კურსკის ოლქში.
"გასული ღამის განმავლობაში შევაჩერეთ კიევის რეჟიმის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი. საჰაერო თავდაცვის ძალების მორიგე ნაწილებმა ჯამში 41 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს". – წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
იერიშისგან ან ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებისგან დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.