რუსეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, 6 ოლქში 36 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ კურსკის, ლიპეცკის, ვორონეჟის, ბრიანსკის, ორიოლისა და ბელგოროდის ოლქებში 36 უკრაინული დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 15 უპილოტო საფრენი აპარატი კურსკის ტერიტორიაზე, 9 უპილოტო საფრენი აპარატი ლიპეცკის ტერიტორიაზე, ოთხ-ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟისა და ბრიანსკის ტერიტორიებზე და ორ-ორი უპილოტო საფრენი აპარატი ორიოლისა და ბელგოროდის ტერიტორიებზე“, - აცხადებენ უწყებაში.
მანამდე, ლიპეცკის ოლქის გუბერნატორმა, იგორ არტემოვმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩამოგდებული დრონის ნამსხვრევი საცხოვრებელი სახლის სახურავს მოხვდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.