არქივი22 ივნისი, 2024, 10:55
რუსეთის თავდაცვის უწყება - რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 დრონი გაანადგურეს
რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 5 დრონი გაანადგურეს, - ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.„უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტების წინააღმდეგ, კიევის რეჟიმის მიერ ტერორისტული თავდასხმის განხორციელების მცდელობა აღიკვეთა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონები აზოვის ზღვის, ბრიანსკისა და სმოლენსკის ოლქების თავზე გაანადგურეს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.