არქივი31 აგვისტო, 2024, 09:51
რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა
რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 97-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
„განახლებული ინფორმაციით, ხარკოვზე მტრის თავდასხმის შედეგად, 97 ადამიანი დაშავდა, მათგან 22 არასრულწლოვანია“, - წერს სინეგუბოვი „ტელეგრამის“ არხზე.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა ხარკოვი გუშინ, 30 აგვისტოს დაბომბეს, რის შედეგადაც, 7 ადამიანი დაიღუპა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.