ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

97-მდე გაიზარდა ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი. დაღუპულია - 7

97-მდე გაიზარდა 30 აგვისტოს რუსეთის მიერ ხარკოვზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი. დაშავებულთა შორის 22 არასრულწლოვანია. ინფორმაციას ტელეგრამ-არხზე ავრცელებს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეგუბოვი.
თავდასხმის შედეგად დაღუპულია 7 ადამიანი. სინეგუბოვის ინფორმაციით, ხუთი ავიაიერიში მეზობელი ბელგოროდის ოლქიდან განხორციელდა. ბომბები სამ რაიონში, ხუთ ტერიტორიაზე ჩამოვარდა.
დაღუპულთა შორისაა 14 წლის გოგო. დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ დაინგრა და ხანძარი გაუჩნდა 12-სართულიან საცხოვრებელ სახლს.
"რუსეთის თავდასხმა ხარკოვზე განხორციელდა უბრალოდ ხალხზე, ჩვეულებრივ სახლებზე", - დაწერა Telegram-ში უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მან კვლავ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, ნება დართონ უკრაინას შორი მოქმედების იარაღით დაარტყას რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ობიექტებს, კერძოდ, აეროდრომებს. რუსულ მხარეს თავდასხმაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ხარკოვზე ბოლო თვეებში არაერთხელ განხორციელდა დარტყმები საჰაერო ბომბებით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.