ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსების მიერ პოლტავის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსების მიერ პოლტავის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

რუსების მიერ პოლტავის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 51-მდე გაიზარდა, 200-ზე მეტი დაჭრილია.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს. “თავდასხმის შედეგად 18:00 საათის მდგომარეობით ცნობილია გარდაცვლილი 51 ადამიანისა და 200-ზე მეტი დაჭრილის შესახებ. ნაწილობრივ დანგრეულია კავშირის ინსტიტუტის ერთ-ერთი შენობა, საავადმყოფო და ახლომდებარე სახლები,” - ნათქვამია განცხადებაში.
სამართალდამცავების ცნობით, 2024 წლის 3 სექტემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰაერო თავდასხმა განახორციელეს უკრაინის ქალაქ პოლტავაზე, წინასწარი ინფორმაციით 2 “ისკანდერ-მ” რაკეტით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.