ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 28 დაიჭრა

რუსების მიერ ხარკოვის დაბომბვის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 28 დაიჭრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის მერი, იგორ ტერეხოვი და ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებენ.
„ერთ-ერთი დარტყმა ქალაქის ცენტრალურ ნაწილზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე განხორციელდა. ზიანისა და დაზიანებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - დაწერა ტერეხოვმა.
ხარკოვის მერმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ამ მომენტისთვის რუსების დაბომბვას 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის ერთი ბავშვის, ხოლო 28 დაშავდა. მოგვიანებით გარდაცვლილთა რაოდენობა 5-მდე გაიზარდა.
ტერეხოვმა აღნიშნა, რომ რუსებმა ქალაქის ინდუსტრიულ რაიონში 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლი დაბომბეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.