არქივი31 აგვისტო, 2024, 16:54
რუსების მიერ ჩასოვ-იარის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა
რუსების მიერ ჩასოვ-იარის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ვადიმ ფილაშკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
„რუსებმა ქალაქი დღეს დილით დაბომბეს. ჭურვები კერძო სახლსა და მაღალსართულიან შენობას მოხვდა“, - განაცხადა ვადიმ ფილაშკინმა.
ფილაშკინმა აღნიშნა, რომ ჩასოვ-იარში ნორმალურად ცხოვრება უკვე ორ წელზე მეტია შეუძლებელია და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.