ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბელგოროდის დაბომბვის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა

ბელგოროდის დაბომბვის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.
„5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მათ ოჯახებსა და მეგობრებს სამძიმარს ვუცხადებ. 46 ადამიანი დაშავდა. საავადმყოფოებში 37 ადამიანი იმყოფება, მათგან 7 ბავშვია. ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა“, - წერს გლადკოვი „ტელეგრამის“ არხზე.
ამასთან, გლადკოვმა აღნიშნა, რომ ორი დაშავებულის მოსკოვში სამკურნალოდ გადაყვანა იგეგმება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.