არქივი28 აგვისტო, 2024, 11:22
რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად კრივოი როგში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
უკრაინაში, კრივოი როგში, სასტუმროზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა. როგორც უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურმა ოთხშაბათს დილით გაავრცელა ცნობა, მაშველებმა მეოთხე დაღუპულის ცხედარი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
სარაკეტო თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა.
სასტუმრო “ავრორას” კრივოი როგის ცენტრში ბალისტიკური რაკეტა მოხვდა. სასტუმრო გვერდით არის სავაჭრო ცენტრი, მაღაზიები, რესტორანი, საკრებულოს შენობა და მერიის შენობა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.