არქივი5 სექტემბერი, 2024, 23:30
რუმინეთმა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა აჩუქა

რუმინეთმა უკრაინას Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა აჩუქა. შესაბამისი განკარგულება, პარლამენტში დამტკიცების შემდეგ, ქვეყნის პრეზიდენტის კლაუს იოჰანისის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა რუმინეთს მადლობა გადაუხადა ამ დახმარებისთვის.
„მადლობა Patriot-ისთვის“, - დაწერა მან Telegram-ზე.
როგორც UNIAN წერს, მანამდე, რუმინეთის მთავრობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემას შესაძლებელს ხდიდა.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.