ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას – IRIST-T-ს გადასცემს

გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას – IRIST-T-ს გადასცემს

გერმანია უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემას – IRIST-T-ს გადასცემს. გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ჯამში უკრაინა სისტემის 17 ერთეულს მიიღებს, 2026 წლამდე, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“.
გერმანია იგივე სისტემას თავისი შეიარაღებული ძალებისთვის, ბუნდესვერისთვისაც იყიდის.
რაც შეეხება უკრაინისთვის შეიარაღების გადაცემას, შოლცი ამბობს, რომ ამ სისტემის თავდაცვამ უკვე ჩამოაგდო 250-ზე მეტი რუსული რაკეტა და დრონი.
წელს კიევმა ოთხი ერთეული უნდა მიიღოს, ორი საშუალო და ორიც მცირე მანძილის. დანარჩენი 13-ის გადაცემა შემდეგი წლისთვისაა დაგეგმილი.
ოლაფ შოლცის თქმით, ეს გადაწყვეტილება მოწმობს, რომ გერმანიის მიერ უკრაინის მხარდაჭერა არ წყდება.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.