ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კანადა უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას 2025 წლის დასაწყისში მიაწვდის

კანადა უკრაინას NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას 2025 წლის დასაწყისში მიაწვდის

კანადა უკრაინისთვის NASAMS-ის საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებას გეგმავს, - ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა CBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, რაკეტების მიწოდება 2025 წლის დასაწყისში უნდა განხორციელდეს.
ბილ ბლერის განცხადებით, კანადა აშშ-ის შეკვეთას NASAMS-ის 10 კომპლექსის წარმოებისთვის გასულ წელს შეუერთდა. მწარმოებელი არის კომპანია Raytheon, რომელიც NASAMS სისტემების 2024 წლის ბოლომდე მიწოდების დაპირებას იძლევა.
„ჩვენი სისტემები ჩაირთვება ამ ტრანშში და ჩვენ მათ დაუყოვნებლივ გავაგზავნით უკრაინაში“, - აღნიშნა ბილ ბლერმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.