პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ხორვატიამ უკრაინას განაღმვის რობოტული სისტემა გადასცა

ხორვატიამ უკრაინას განაღმვის რობოტული სისტემა გადასცა

ხორვატიამ უკრაინისთვის DOK-ING MV-4 ტიპის განაღმვის რობოტული სისტემის გადაცემის შესახებ განაცხადა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შესაბამისი სერტიფიკატი უკრაინის წარმომადგენლებს ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა, ივან ანუშიჩმა და მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელობამ Globsec-ის საერთაშორისო კონფერენციაზე გადასცა, რომელიც პრაღაში იმართება.
ანუშიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინის განაღმვის პროცესი დიდ დროს და ფინანსებს მოითხოვს.
„ნაღმების გაწმენდა უზარმაზარი ამოცანაა და საერთაშორისო მხარდაჭერა ძალიან საჭიროა, ჩვენ ვიმუშავებთ ერთად მანამ, სანამ საჭირო იქნება“, - აღნიშნა ხორვატიის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, განაღმვის პროცესი უკრაინის აღდგენას შეუწყობს ხელს, რადგან ეს არის ქვეყნის რეკონსტრუქციის, ეკონომიკური განვითარებისა და ადამიანების სახლებში დაბრუნების წინაპირობა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 სექტემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.