ონისე ოქრიაშვილი:
ეს არის ჩემი ერთ-ერთი გამოსვლა ავტობუსში. თუ გაინტერესებთ რატომ დამიპირისპირდა მთელი სახელმწიფო აპარატი ერთ ადამიანს, მოუსმინეთ და მიხვდებით.
რაც შეეხება ამ ჩანაწერის ისტორიას. ჩემმა მეგობარმა და უნიჭიერესმა რეჟისორმა, სოფო ჩხეიძემ, გუშინ გამომიგზავნა ხმოვანი ჩანაწერი. სოფო 1 წლის წინ საერთაშორისო აუდოტორიისთვის ამზადებდა აუდიო პოდკასტს და ინტერვიუ მაგის ფარგლებში ჩავწერეთ. შემდეგ კი ავტობუსებში დამყვებოდა და იქ იწერდა ხმებს. ეს არის ერთ-ერთი ჩანაწერი. ფოტო სიმბოლურად დავადეთ ჩემი სხვა, მეტროს პროტესტიდან.
ავტობუსში დღეში მინიმუმ ორჯერ ვლაპარაკობდი. ჩემი ერთადერთი სურვილი უიმედო ადამიანების გამხნევება და მათ შორის დიალოგის ნაპერწკლის გაჩენა იყო. თუ უყურებთ ამ ვიდეოს ბოლომდე, თავად ნახავთ ეფექტს.
ვის სჯერა, რომ მე მართლა ხუმრობების და შავი იუმორის გამო მაშავებენ პროპაგანდისტული არხები, დეპუტატები, ტროლ-ბოტები, სასულიერო პირები?! არანაირად. ეს არის პოლიტიკური დევნა და ამას აუცილებლად დავამტკიცებ როცა ქვეყანას ქოცებისგან გავათავისუფლებთ. 
ვისაც გწამთ იმის, რასაც ვამბობ, ამ ვიდეოს გავრცელებაში დამეხმარეთ.




