“დიახ, ეს არის ჩემი, ექთნის ერთი თვის ხელფასი, ღამისთევის 24 სთ რეჟიმში, პაციენტების სიცოცხლის სადარაჯოზე, იძულებით და პაციენტის სიბრალულით ვასრულებ რამოდენიმე ადამიანის საქმეს”

შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში დასაქმებული ექთანი საკუთარი ერთი თვის ანაზღაურებას ასაჯაროებს.
იგი ფეისბუქ პოსტში იმ სამუშაო პირობებზე საუბრობს, რომელშიც წლებია საკუთარი მოვალეობის შესრულება უწევს.
„ჩარიცხვა: GEL463.00
შპს აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა
20.07.2026
დიახ, ეს არის ჩემი, ექთნის ერთი თვის ხელფასი, ღამისთევის 24 სთ რეჟიმში, პაციენტების სიცოცხლის სადარაჯოზე, იძულებით და პაციენტის სიბრალულით ვასრულებ რამოდენიმე ადამიანის საქმეს, ეს იმ პარალელურ რეჟიმში ხდება, როცა ჯანდაცვის მინისტრებს და მათ მოადგილეები ჯერ ქება დიდება აქვთ და შემდეგ მილიონების მითვისება, ღალატი, ფსიქოტროფულ მედიკამენტებთან ურთიერთობა, უსაქმური ახლობლების დასაქმება და ა.შ, აქ რატომ ვწერ? პასუხი ვერსად მივიღე და იმიტომ, ვერ გავიგე ეს როდის დამთავრდება? უსამართლო და მოღალატე ხალხი როდემდე იქნებიან თანამდებობეზე იქნებ გამაგებინოთ?
მე 1989 წლიდან დღემდე ვმუშაობ რესპუბლიკურ კლინიკაში ექთნად და ჩემი ქვეყნისა და ხალხისათვის არასდროს მიღალატია”,- წერს სოციალურ ქსელში ექთანი.

ასევე დაგაინტერესებთ