ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მედია: რეკომენდაცია ფასების შემცირების ნაცვლად - "ოცნების" კომისიამ დაადასტურა, რომ იქნება მხოლოდ რეკომენდაციები, სხვა კი არაფრის გაკეთება არ შუძლიათ (ვიდეო)

მედია: რეკომენდაცია ფასების შემცირების ნაცვლად - "ოცნების" კომისიამ დაადასტურა, რომ იქნება მხოლოდ რეკომენდაციები, სხვა კი არაფრის გაკეთება არ შუძლიათ (ვიდეო)

პარლამენტში აღიარებენ, რომ ფასების კომისიის შედეგს ხალხი ვერ იგრძნობს - ნახავენ მხოლოდ დოკუმენტს, რეკომენდაციას პარლამენტის მხრიდან, თუმცა, ვერ ნახავენ დაკლებულ ფასებს დახლებზე, რასაც თვეებია ელოდებიან. ბოლო ორი კვირაა კომისია არ იკრიბება - ნავთობიმპორტიორებს ჯერ არ შეხვედრიან, თუმცა, დასკვნაზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვთ.

კომისია თითქმის სამკვირიანი ჩავარდნის თავზე ნავთობიმპორტიორებს პარლამენტში ხუთშაბათს მოუსმენს - 30 აპრილს კომისია წესით მუშაობას ასრულებს, სწორედ ამ დღეს მოიწვიეს ნავითობიპორტიორები - ამ სხდომაზე უნდა მოისმინონ რატომ ძვირდება საწვავი და რა შეუძლია ბიზნესის აზრით სახელმწიფოს გააკეთოს, მაგალითად აქციზი გაანახევროს.

"ქართული ოცნების" გუნდმა მოსახლეობაში ჯერ მოლოდინი გააჩინა, რომ ფასები შეიცვლებოდა, სულ მცირე პირველადი მოხმარების პროდუქტები გაიაფდებოდა, ახლა კი ამბობენ, რომ მათი მოტივაცია იყო ფასების ზრდის მიზეზების დადგენა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.