მედია: „ქართული ოცნების“ ინიციატივით პარლამენტში შექმნილი ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა და სამთავრობო პროპაგანდამაც ახალი კამპანია ჩაუშვა

„ქართული ოცნების“ ინიციატივით პარლამენტში შექმნილი ფასების შემსწავლელი კომისიის მუშაობა დასასრულს მიუახლოვდა და სამთავრობო პროპაგანდამაც ახალი კამპანია ჩაუშვა.
❌ ახლა პროპაგანდა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თურმე საქართველოში პროდუქცია ევროპის ქვეყნებზე ბევრად იაფი ღირს.
🟥 თუმცა, ჯერ კიდევ 4 თვის წინ, დეკემბრის ბოლოს, თავად, მის მიერვე გამოქვეყნებულ ვიდეოში აცხადებდა, რომ ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია და საქართველოში სასურსათო პროდუქციის ფასები ევროპულ ფასებს მნიშვნელოვნად აღემატებაო.
🟥 ამის საილუსტრაციოდ ცნობილ ვიდეოში ირაკლი კობახიძემ დეკემბერში საქართველოსა და საფრანგეთში რამდენიმე პროდუქტის ფასი შეადარა. მაგალითად, 4 თვის წინ ამბობდა, რომ საქართველოში კონკრეტულ სუპერმარკეტში კონკრეტული ბრინჯი 180%-ით ძვირი ღირს ვიდრე საფრანგეთში იმავე სუპერმარკეტშიო.
🟢 თუმცა გუშინ სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედმა“ გამოაქვეყნა საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებში ფასების შედარება, სადაც იუწყება, რომ მაგალითად ბრინჯი საქართველოში საფრანგეთთან შედარებით თითქმის 3-ჯერ იაფია.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად