: ფასების კომისიამ ისე დაამთავრა მუშაობა, რომ ეროვნული ბანკის და მთავრობის როლი არც კი უხსენებია

ფასებს ზრდის ფულის ბეჭდვა. ამ იდეისათბის ნობელის პრემია მიიღო ხალხმა. თუ რატომ ხდება საჭირო ფულის ბეჭდვა, ამ მეორე იდეისათვის ნობელის პრემიები მიიღო სხვა ხალხმა.
ფასების კომისიამ ისე დაამთავრა მუშაობა, რომ ეროვნული ბანკის და მთავრობის როლი არც კი უხსენებია.
უსაქმურების მრავალთვიანი სხდომებიდან გავიგეთ ორი რამ:
-არაფერ შუაში ყოფილან სავაჭრო ქსელები( საწვავიც იგულისხმება), ტყუილად დავაბრალეთ ზედმეტი მოგების მიღება, სინამდვილეში “მიწოდების ჯაჭვში” დამატებითი ხარჯება წარმოიშვება და ეს ზრდის საქონლის თვითღირებულებასო( ფასსო);
-ეს პრობლემა რომ აღმოიფხვრას, მთავრობამ უნდა შეიქმნას რეგიონებში საქონლის მიწოდების სახელმწიფო სადისტრბუციო ცენტრებიო.😅
ეს რეკომენდაცია პირდაპირ გადმოწერეს ვენესუელის ფასების კომისიიდან, რომელსაც დიქტატორი ჰუგო ჩავესი ხელმძვანელობდა და რომელმაც მოშალა ქვეყანაში ვაჭრობა და ჰიპერინფლაცია წარმოშვა. ახლა ჰუგო ჩავესი საიქიოს დიდ საკონცერტო დარბაზში პირველ რიგში ზის კობზონის კონცერტზე, ხოლო მისი მემკვიდრე მადურო ამერიკის ციხეში.
ამ კომისიის სხდომების ორგანიზებისათვის რამდენი ელექტროენერგია, საწვავი და ხელფასები დაიხარჯა, რამდენი მილიონი დაუჯდა ბიუჯეტს ამათი ნაბჟუტურების იმედ-რუსთავზე გაშუქება-ყველა თეთრი უკან უნდა დააბრუნონ ბიუჯეტში.
მთავარი შედეგი კი ის მივიღეთ, რომ თავდაპირველად თუ ხელისუფლების ნაცვლად პასუხისმგებლობის გადაკისრება ბიზნესზწ უნდოდათ, ახლა ეს ბიზნესიც გაანთავისუფლეს პასუხისმგებლობოსგან, ბოდიში მოუხადეს “ფასნამატში” რომ სდებდნენ ბრალს და სრული კარტბლანში მისცეს ხალხის საძარცვავად.
არ იქნება სამართალი, არ იქნება იაფი კვერცხი, ამბობს თანამედროვე ქართული ანდაზა, რომელიც ქუჩაში იშვა.