ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი უკრაინის იერიშებზე: ახლა ჩვენ ფრონტის ხაზის რეგიონი ვართ

30 აპრილს სატელევიზიო გადაცემაში რუსეთის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ დროზდენკო რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დმიტრი მედვედევს რეგიონულ ენერგო ობიექტებზე უკრაინის იერიშების შედეგად გაუარესებულ ვითარებაზე ესაუბრა.

“ლენინგრადის ოლქი ახლა არა მხოლოდ სასაზღვრო რეგიონი, არამედ ფრონტის ხაზის რეგიონიცაა,” უთხრა დროზდენკომ მედვედევს და დაამატა, რომ “მარტსა და აპრილის შუა რიცხვებში თავდასხმების ინტენსიურობიდან გამომდინარე, საწვავის, ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტები და საპორტო ინფრასტრუქტურა მტრის ინტერესებში შედის ზიანის მიყენების გადმოსახედიდან.”

ბოლო პერიოდში უკრაინამ ლენინგრადის ოლქში ნავთობინფრასტრუქტურაზე დრონებით იერიშები გააძლიერა, რის ფარგლებშიც ძირითადად უსტ-ლუგისა და პრიმორსკის საპორტო ქალაქებში ნავთობტერმინალებს დაარტყა.

ეს პორტები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსულობების გამომუშავების მხრივ, უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან დაახლოებით 1 000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად