,,ზელენსკი შეხვდა საქართველოს პრემიერმინისტრს, რომელიც უკრაინის მიერაა სანქცირებული” – წერს Українська правда და ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს
„კიევსა და თბილისს შორის ურთიერთობები ბოლო წლებში უკიდურესად რთული იყო. ეს ნაწილობრივ განპირობებულია მმართველი პარტიის „ქართული ოცნება“ პოზიციით რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და მათი განმეორებითი ბრალდებებით ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის გეგმების შესახებ. ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის რამდენიმე სხვა წევრი უკრაინის 10-წლიანი სანქციების სიაში 2024 წელს მოხვდნენ. საქართველოს თითქმის ოთხი წლის განმავლობაში არ ჰყავდა უკრაინის ელჩი, სანამ 2026 წლის იანვარში ამ პოსტზე მიხაილო ბროდოვიჩი არ დაინიშნა“ – წერს Українська правда
ზელენსკისთან შეხვედრასთან დაკავშირებით დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ საუბარი “მეგობრული და საინტერესო” იყო და ის უკრაინული მხარის ინიციატივით შედგა. უკრაინის პრეზიდენტმა კი დაწერა: “ჩვენს სახელმწიფოებს შორის ნამდვილად არსებობს ღია საკითხები. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი ყველა დონეზე წარიმართოს… ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ურთიერთთანამშრომლობას”(მთავარი)




