არქივი27 ნოემბერი, 2023, 18:24
კატარის საგარეო უწყება - ღაზის სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ხუთი თვითმფრინავი ეგვიპტეში გაიგზავნა
ღაზის სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ხუთი თვითმფრინავი ეგვიპტეში გაიგზავნა, - ამის შესახებ ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ხუთი თვითმფრინავი ეგვიპტის ქალაქ ელ-არიშისკენ გაემართა, საიდანაც დახმარება ღაზაში შევა.
კატარი ღაზას 156 ტონა დახმარებას, მათ შორის საკვებსა და მედიკამენტებს, უგზავნის.
ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარება კატარის განვითარების ფონდმა გაგზავნა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.