კატარის საგარეო უწყება - ისრაელსა და „ჰამასს“ შორის „ჰუმანიტარული პაუზის“ დაწყება მომდევნო 24 საათში გამოცხადდება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის „ჰუმანიტარული პაუზის“ დაწყება მომდევნო 24 საათში გამოცხადდება, - ამის შესახებ ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეთანხმება ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„შეთანხმება მოიცავს ღაზის სექტორში ამჟამად მყოფი 50 მძევლის გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის, შესვლის საშუალებას შექმნის, რომელიც სხვადასხვა ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არის განკუთვნილი“, - აღნიშნულია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.