არქივი27 ნოემბერი, 2023, 16:50
კატარის საგარეო უწყება - ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ზავის კიდევ ორი დღით გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება მიღწეულია
ღაზაში ზავი ორი დღით გახანგრძლივდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„კატარი აცხადებს, რომ მიმდინარე შუამავლობის ფარგლებში, ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ზავის კიდევ ორი დღით გახანგრძლივების შესახებ შეთანხმება მიღწეულია“, - წერს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, მაჯედ ალ-ანსარი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ღაზაში ზავის ორი დღით გაგრძელებას „ჰამასიც“ ადასტურებს.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების ორი დღით გაგრძელების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სამსახურმაც გაავრცელა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.