ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეთანხმების თანახმად, ჰუმანიტარული პაუზები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება – კატარის საგარეო უწყება

კატარმა, რომელიც მთავარ შუამავალ როლს ასრულებდა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მოლაპარაკებებში, განაცხადა, რომ შეთანხმება ჰუმანიტარული პაუზების შესახებ მიღწეულია.
„პაუზები ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება და შესაძლოა, გახანგრძლივდეს. „ჰუმანიტარული პაუზის“ დაწყება მომდევნო 24 საათში გამოცხადდება“, – აღნიშნულია კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
კატარის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ პაუზები საშუალებას მისცემს ჰუმანიტარული კოლონების, დახმარების, მათ შორის საწვავის, უფრო დიდი რაოდენობით მიწოდებას ღაზას სექტორში.
„შეთანხმება მოიცავს ღაზას სექტორში ამჟამად მყოფი 50 მძევლის გათავისუფლებას, ს ციხეებში მყოფი პალესტინელი ქალებისა და ბავშვების გათავისუფლების სანაცვლოდ.
ცეცხლის შეწყვეტა ღაზაში დიდი რაოდენობით ჰუმანიტარული დახმარების, მათ შორის საწვავის, შესვლის საშუალებას შექმნის, რომელიც სხვადასხვა ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის არის განკუთვნილი“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ