კატარის საგარეო უწყება – ღაზის სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ხუთი თვითმფრინავი ეგვიპტეში გაიგზავნა

ღაზის სექტორისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ხუთი თვითმფრინავი ეგვიპტეში გაიგზავნა, – ამის შესახებ ინფორმაციას კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული ხუთი თვითმფრინავი ეგვიპტის ქალაქ ელ-არიშისკენ გაემართა, საიდანაც დახმარება ღაზაში შევა.
კატარი ღაზას 156 ტონა დახმარებას, მათ შორის საკვებსა და მედიკამენტებს, უგზავნის.
ღაზას მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარება კატარის განვითარების ფონდმა გაგზავნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი