ისრაელის კაბინეტმა დაამტკიცა შეთანხმება ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების შესახებ

ს კაბინეტმა მხარი დაუჭირა “ჰამასთან” მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას ღაზის სექტორში ექვს კვირაზე მეტი ხნსი განმავლობაში ინტენსიური ბრძოლების შემდეგ.
ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროის განმავლობაში ბრძოლები შეჩერდება.
გარიგების ნაწილია, რომ ყოველი დამატებითი 10 მძევლის გათავისუფლება გამოიწვევს დამატებით პაუზას ერთი დღის განმავლობაში.
“ისრაელის მთავრობა ვალდებულია სახლში დაბრუნოს ყველა მძევალი. დღეს საღამოს მთავრობამ დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის პირველი ეტაპის მონახაზი, რომლის მიხედვითაც ოთხი დღის განმავლობაში გათავისუფლდება მინიმუმ 50 მძევალი – ქალი და ბავშვი, რა დროსაც შეჩერდება ბრძოლა”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელის მთავრობა და ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალები გააგრძელებენ ომს, რათა სახშლი ყველა მძევალი დაბრუნდეს, მოხდეს “ჰამასის” ლიკვიდაცია და უზრუნველყოფილი იყოს, რომ ისრაელის სახელმწიფოს ახალი საფრთხე აღარ დაემუქრება.
იხილეთ:
· კატარის განცხადებით, ისრაელსა და “ჰამასს” შორის ჰუმანიტარული პაუზა შეთანხმებულია | რას მოიცავს ის