არქივი23 ნოემბერი, 2023, 05:27
ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი - მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება
მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება, - ამის შესახებ ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ცაჰი ჰანეგბიმ განაცხადა.
„მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები წინ მიიწევს და მუდმივად გრძელდება. მათი გათავისუფლების დაწყება მხარეებს შორის თავდაპირველი შეთანხმების მიხედვით მოხდება, მაგრამ არა პარასკევამდე“, - განაცხადა ჰანეგბიმ.
ოთხშაბათს, ისრაელი და „ჰამასი“ შეთანხმდნენ, რომ „ჰამასი“ სულ მცირე 50 მძევალს გაათავისუფლებს, ხოლო სანაცვლოდ ისრაელი ციხეებიდან 150 პალესტინელს გაუშვებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.