ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შედგა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება შედგა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს.
ისრაელის პრემიერის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ დროის განმავლობაში ბრძოლები შეჩერდება.
„ისრაელის მთავრობა მზად არის ყველა გატაცებული სახლში დააბრუნოს. მთავრობამ დაამტკიცა ამ მიზნის მიღწევის პირველი ეტაპის გეგმა, რომლის თანახმადაც, სულ მცირე 50 გატაცებული ქალი და ბავშვი, მომდევნო ოთხი დღის განმავლობაში გათავისუფლდება, რა დროსაც ბრძოლებს ადგილი არ ექნება“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: newshub.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.