არქივი23 ნოემბერი, 2023, 10:10
მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება პარასკევამდე არ ამოქმედდება - ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი
ისრაელის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა, ცაჩი ჰანეგბიმ განაცხადა, რომ „ჰამასი“ ისრაელელ მძევლებს პარასკევამდე არ გაათავისუფლებს.
„ჩვენი მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები წინ მიიწევს და მუდმივად გრძელდება“, – აღნიშნა ჰანეგბიმ.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ მიაღწიეს შეთანხმებას ღაზაში დატყვევებული მძევლებიდან 50-ის გაცვლის თაობაზე ოთხდღიანი პაუზის საშუალებით.
შეთანხმება ითვალისწინებს, ისრაელის ციხეებში მყოფი 150 პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის საშუალებას.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.