ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა, “ჰამასთან”, მძევლების გათავისუფლების ხელშეკრულება დაამტკიცა

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა, “ჰამასთან”, მძევლების გათავისუფლების ხელშეკრულება დაამტკიცა. საუბარია, ღაზაში მყოფი 50 მძევლის სანაცვლოდ, ისრაელის ციხეებიდან 150 პალესტინელი ქალისა და მოზარდის გათავისუფლებაზე.
ისრაელის პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებით, მძევლები გათავისუფლდებიან ბრძოლის ოთხდღიანი პაუზის განმავლობაში. შეთანხმების თანახმად, ყოველი დამატებითი 10 მძევლის გათავისუფლება ბრძოლის პაუზას ერთი დღით გაახანგრძლივებს.
შეთანხმება ისრაელის კაბინეტმა ხანგრძლივი შეხვედრის შემდეგ დაამტკიცა.
მანამდე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ომი გაგრძელდება მაშინაც კი, თუ მძევლების თაობაზე შეთანხმება დაიდო. შეთანხმების დამტკიცების მიუხედავად, დეტალები, როდის დაიწყება პაუზა და როდის გათავისუფლდებიან მძევლები, ჯერ გაურკვეველია.
BBC იუწყება, რომ, პაუზების დროს, ღაზაში შეუშვებენ 300 სატვირთო მანქანას ჰუმანიტარული დახმარებით, მათ შორის – ცხიმით – საცხობებისთვის და საწვავით – საავადმყოფოს ელექტროგენერატორებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს