ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ილონ მასკი - სიკორსკი სოროსის მარიონეტია

ილონ მასკი - სიკორსკი სოროსის მარიონეტია

რადოსლავ სიკორსკი სოროსის მარიონეტია , - ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„დიახ, ის სოროსის მარიონეტია“, - წერს მასკი.
ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ერთ-ერთ პოსტს გამოეხმაურა, რომლის ავტორიც წერს, რომ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, „რადოსლავ სიკორსი ენ ეპლბაუმის ქმარი და ალექს სოროსის მეგობარია“.
შეგახსენებთ, გუშინ ილონ მასკმა X-ზე დაწერა, რომ „Starlink სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია“ და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება. ილონ მასკის განცხადებას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა, რომელმაც დაწერა, რომ უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის პოლონეთი იხდის და თუ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერი აღმოჩნდება, მაშინ პოლონეთი სხვა მომწოდებლებს მოძებნის. მოგვიანებით, სიკორსკის მასკი კვლავ გამოეხმაურა, მას „პატარა კაცი“ უწოდა და აღნიშნა, რომ პოლონეთი ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილს იხდის და Starlink-ს შემცვლელი არ ჰყავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.