ილონ მასკი: ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა

„ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია, რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა“, – ამის შესახებ -ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ამერიკელი  მილიარდერი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა შეჩერდეს და მშვიდობა უნდა დამყარდეს.

„მე პუტინი უკრაინისთვის ერთი ერთზე ფიზიკურ ბრძოლაში გამოვიწვიე და ჩემი Starlink სისტემა უკრაინული არმიის ხერხემალია. რომ გამომერთო, მათი ფრონტი სრულად ჩამოინგრეოდა.

რაც მაწუხებს არის ჩიხში შესული ხოცვა, რასაც გარდაუვალად წააგებს. ნებისმიერს, ვისაც ეს ნამდვილად ადარდებს, ნამდვილად ფიქრობს და ესმის, სურს, რომ ხორცსაკეპი შეჩერდეს. მშვიდობა ახლავე!!“- წერს ილონ მასკი.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე: როდესაც ჟურნალისტს, ვინც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, მე ახლა კი არ ვამბობ, ბევრჯერ მითქვამს, თქვენთან წინა ეთერებშიც ამის შესახებ ზუსტად ასე მილაპარაკია…