არქივი10 მარტი, 2025, 22:22
ილონ მასკი - X-ზე მასიური კიბერშეტევა განხორციელდა - აქ დიდი, კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანაა ჩართული

ილონ მასკის განცხადებით, სოციალურ პლატფორმა X-ზე „მასიური კიბერშეტევა“ განხორციელდა.
„X-ზე მასიური კიბერშეტევა იყო (ჯერ კიდევ არის)“, - წერს სოციალური პლატფორმა X-ის მფლობელი, ილონ მასკი.
მისი თქმით, თავდასხმაში დიდი კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანა მონაწილეობდა.
„ჩვენზე თავდასხმები ყოველდღიურად ხორციელდება, მაგრამ ეს დიდი რესურსებით გაკეთდა. აქ, ან დიდი, კოორდინირებული ჯგუფი ან ქვეყანაა ჩართული“, - აღნიშნავს მასკი.
ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე საათია სოციალური პლატფორმა X შეფერხებით მუშაობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.