ილონ მასკი რადოსლავ სიკორსკის – ჩუმად იყავი, პატარა კაცო – Starlink-ის შემცვლელი არ არსებობს

ჩუმად იყავი, პატარა კაცო, თქვენ იხდით ღირებულების მცირე ნაწილს. Starlink-ის შემცვლელი არ არსებობს, – ამის შესახებ -ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მასკი გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომლის თანახმად, პოლონეთი უკრაინისთვის Starlinks-ის სერვისების მიწოდებისთვის წელიწადში, დაახლოებით, 50 მილიონ დოლარს იხდის და თუ დადასტურდება, რომ SpaceX-ი არასანდო პროვაიდერია, იძულებული გახდება, ახალი მიმწოდებლები მოიძიოს.
რადოსლავ სიკორსკის ეს განცხადება ილონ მასკმა პოსტს მოჰყვა, რომელშიც აღნიშნულია, რომ Starlink-ის სისტემა უკრაინის არმიის ხერხემალია და თუ მას გათიშავს, უკრაინის მთელი ფრონტის ხაზი ჩამოიშლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ: თქვენო უწმინდესობავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას

სააპელაციო სასამართლომ ზვიად ცეცხლაძის, ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძის, ინსაფ ალიევის, თორნიკე გოშაძის, გიორგი გორგაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილისა და ირაკლი მიმინოშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა