არქივი9 მარტი, 2025, 14:11
ილონ მასკი - უაზრობაა ის, რომ ამერიკა ევროპის თავდაცვისთვის იხდიდეს

აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) ხელმძღვანელი, ილონ მასკი აშშ-ის ნატო-სგან გასვლის იდეას კიდევ ერთხელ დაეთანხმა.
ილონ მასკი სოციალურ ქსელში “რესპუბლიკელი“ სენატორის, მაიკ ლის პოსტებს ეხმაურება, სადაც ის წერს, რომ ევროპა შეერთებულ შტატებს ისე ექცევა, როგორც ბანკომატს და რომ ქვეყანამ ნატო უნდა დატოვოს.
“ნამდვილად. უაზრობაა ის, რომ ამერიკა ევროპის თავდაცვისთვის იხდიდეს“, - წერს მასკი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.