ზესტაფონში, ლაგოდეხსა და ყვარელში საახალწლო ნაძვის ხეები საზეიმოდ აანთეს

ზესტაფონში წლის მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ცნობილი ქართველი მომღერლების კონცერტით დასრულდა. მათ მოსასმენად ყველა თაობის ადამიანი შეიკრიბა. სხვადასხვა გასართობი ღონისძიება ზესტაფონში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ცენტრალურ მოედანზე გამართული იყო საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოების გადასაღები სტენდები და ინსტალაციები. დღე ფეიერვერკით დასრულდა.
კახეთის რეგიონში საახალწლო ღონისძიებების მასპინძელი ერთდროულად რამდენიმე ქალაქი იყო. მათ შორის – ლაგოდეხიც. ქალაქის მთავარ მოედანზე დღის ბოლოს ჯგუფ “გორდელას” და “არა-ს” კონცერტი შედგა. სხვადასხვა კულტურული და გასართობი აქტივობა საგანგებოდ მოწყობილ ტერიტორიაზე დღის ორი საათიდან იმართებოდა. იყო მუსიკალური კარნავალი და თეატრალიზებული შოუ.
ხალისიანია განწყობა იყო ყვარელშიც. მთავარი ნაძვის ხე აქ ფეიერვერკის ფონზე აინთო. გაიმართა კონცერტი – მღეროდნენ ადგილობრივი შემსრულებლები. ნაძვის ხის ანთების ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. წინასაახალწლო ჟრიამული ყვარელში გვიან ღამემდე გაგრძელდა. ყვარლის მუნიციპალიტეტს საახალწლო ილუმინაციები, მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, საჩუქრად გადაეცა.
ქვეყნის მასშტაბით საახალწლო ღონისძიებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე