საგარეჯოში, ხელვაჩაურსა და ონში საახალწლოდ მორთული ნაძვის ხეები საზეიმოდ აინთო

საგარეჯოში მთავარი ნაძვის ხე და საახალწლოდ მორთული ქუჩები საზეიმოდ აინთო. ღონისძიება, რომელიც ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით ჩატარდა, ფეიერვერკით დასრულდა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა მუნიციპალიტეტის მერმა და მათ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.
საზეიმო კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა ხელვაჩაურში, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიება. იქამდე, ადგილზე, მთელი დღის განმავლობაში, მოწყობილი იყო საახალწლო სოფელი, სადაც ადგილობრივ მეწარმეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობდა. შესაძლებელი იყო კერძებისა და ცხელი სასმელების დაგემოვნება. გაიმართა მოსიარულე დრამერების შოუ, კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა და საბავშვო კონცერტები. აჭარაში წინასაახალწლო ღონისძიება დღეს უკვე ქობულეთში იმართება.
ნაძვის ხე აინთო რაჭაშიც, კერძოდ კი ონში. ღონისძიებას მოსახლეობასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. კიდევ ერთი ღონისძიება ონში 2 იანვარს შედგება. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, ახალი წლის დღეების ფარგლებში, ქალაქში მასშტაბური საახალწლო გასართობი და მუსიკალური ღონისძიებებია დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია მარტა კოსის განცხადებაზე: ბრიუსელის დღევანდელი მმართველობითი ელიტა პირდაპირ აფინანსებს და პოლიტიკურად ლობირებს იმ ომს, რისი სლოგანიც მათი მხრიდან არის – ომი და თავდადება

პრემიერი – შევუერთდით 3 სხვადასხვა დეკლარაციას, რომელიც უკავშირდება კოსმოსის უსაფრთხოების საკითხებს, მომავალშიც გავაგრძელებთ მჭიდრო პარტნიორობას ჩვენს ევროპელ კოლეგებთან ამ საკითხებთან დაკავშირებით, საქართველო თავიდან ბოლომდე იქნება ჩართული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

ირაკლი კობახიძე – არიან ადამიანები, რომელთათვისაც, როგორც ჩანს, კორუფცია არის ორგანული და მათ არც კი ესმით, რატომ შეიძლება, ხალხი და მათ შორის გუნდი იყოს გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე