ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შუახევის მუნიციპალიტეტში, წალკასა და ნინოწმინდაში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

აჭარაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, მთავარი საახალწლო ნაძვის ხე აინთო. ადგილობრივების საახალწლო განწყობაზე ბენდი "117" ზრუნავდა. შუახევი წელს ახალი ილუმინაციებითა და განათებებით მოირთო. საახალწლო ილუმინაციები პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მუნიციპალიტეტს საჩუქრად გადაეცა.
წალკაში, ქალაქში მთავარ ნაძვის ხესთან ერთად დამონტაჟებული განათებები და ილუმინაციებიც აინთო, რომელიც მუნიციპალიტეტს პრემიერის დავალებით გადაეცა. გაიმართა საახალწლო კონცერტი. საღამო ფოიერვერკით დასრულდა. მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, წალკაში კიდევ ერთ ღონისძიება 29 დეკემბერს გაიმართება.
საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე ნინოწმინდაშიც. ჰაოს-ქართლოსის პარკში ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაც გაიმართა. ნინოწმინდა იმ 63 მუნიციპალიტეტს შორის არის, რომელსაც პრემიერ-მინისტრის დავალებით, საახალწლო ილუმინაციები საჩუქრად გადაეცა. კიდევ ერთი საახალწლო ღონისძიება და გალა კონცერტი ნინოწმინდაში 23 დეკემბერს შედგება.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.