ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ლაგოდეხი საახალწლო ღონისძიებებს უერთდება - მთავარი ნაძვის ხე ცენტრალურ სკვერში საზეიმოდ აინთო

მთავარი ნაძვის ხე ცენტრალურ სკვერში საზეიმოდ აინთო ლაგოდეხში. ნაძვის ხის ანთებასთან ერთად, ასევე ჩაირთო დეკორატიული განათებები და ქალაქის ქუჩები საზეიმოდ განათდა.
ღონისძიებას, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოქალაქეებთან და ბავშვებთან ერთად ესწრებოდნენ. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში საახალწლო კვირეულის, ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება ყველა თაობის წარმომადგენლისა და ჩამოსული სტუმრებისათვის.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.