თელავში საახალწლო ნაძვის ხე და ილუმინაციები საზეიმოდ აინთო

თელავის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა პატარებთან ერთად საზეიმოდ აანთო.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ნაძვის ხის ანთების პარალელურად განათდა თელავის ცენტრალური ქუჩები, ასევე ბახტრიონისა და ჩოხელის ქუჩების კვეთაზე მდებარე სკვერი, სადაც ახალი ილუმინაციები დამონტაჟდა.
„მთავრობის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ახალი ილუმინაციები ყველა მუნიციპალიტეტს, მათ შორის თელავს საჩუქრად გადაეცა. საახალწლო შოუში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა შემსრულებლებმა.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის მთავარი ნაძვის ხის გარდა, კიდევ ერთი ნაძვის ხე განთავსდა თელავში, კავკასიონის ქუჩის და ალაზნის გამზირის კვეთაზე, ასევე მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – წინანდალსა და ჯუღაანში“, – აღსანიშნავია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ