არქივი15 იანვარი, 2024, 04:07
ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიას ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში გაემგზავრება, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებს, პარტიის ლიდერებს და შვეიცარიელ კოლეგას.
გარდა ამისა, ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და დავოსში არაერთ ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
შეგახსენებთ, 2023 წლის ნოემბრის ბოლოს უკრაინაში ვიზიტით შვეიცარიის პრეზიდენტი, ალენ ბერსე იმყოფებოდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.