უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ომის გაყინვას – ანდრეი ერმაკი

“უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი არასოდეს დათანხმდება რუსეთთან ომის გაყინვას,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა დავოსში განაცხადა.
“ეს პრეზიდენტი და მისი გუნდი არასოდეს დათანხმდებიან და არ მიიღებენ კონფლიქტის გაყინვას. ეს მიუღებელია უკრაინული საზოგადოებისთვის. უკრაინას არ სჭირდება გაყინული კონფლიქტები, უკრაინას სჭირდება სამართლიანი მსოფლიო და უკრაინას სურს აღკვეთოს ნებისმიერი პოტენციური აგრესია მომავალში და იყენებს ამ შესაძლებლობას,” – აღნიშნა ერმაკმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინის “სამშვიდობო გეგმის” შესახებ მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის ყველა მონაწილეს უკრაინის დამოუკიდებლობის, მისი ტერიტორიული მთლიანობისა და გაერო-ს წესდების საკითხებზე საერთო ხედვა აქვს, მაგრამ ყველა პოზიცია არ არის “აბსოლუტურად ერთნაირი”.
“მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქვეყანას რეალურად და ღიად, სურს მიიღოს მონაწილეობა და ხელი შეუწყოს ამ ომის დასრულებასა და მშვიდობის დამყარებას, მაგრამ არსებობს განსხვავებული მოსაზრებები და იდეები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამის გაკეთება. სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული გამოცდილება აქვს,” – აღნიშნა ერმაკმა.
შეგახსენებთ, გუშინ დავოსში, უკრაინის “მშვიდობის ფორმულასთან” დაკავშირებით, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც 81 ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილეობდა. მათ განიხილეს უკრაინის მშვიდობის ფორმულის ხუთი პუნქტი: რუსული ჯარების გაყვანა, სამართლიანობის აღდგენა, ეკოლოგიური უსაფრთხოება, ესკალაციისა და ომის განმეორების პრევენცია, ომის დასრულების დადასტურება.
დღეს შვეიცარიას უკრაინის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ეწვევა. როგორც უკრაინული მედია, პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით, იტყობინება, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება ადგილობრივი პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებს, პარტიების ლიდერებსა და შვეიცარიის პრეზიდენტს. ასევე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება