ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს შვეიცარიას ეწვევა

უკრაინის პრეზიდენტი დღეს შვეიცარიას სამუშაო ვიზიტით ეწვევა. როგორც უკრაინული მედია, პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით, იტყობინება, ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდება ადგილობრივი პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებს, პარტიების ლიდერებსა და შვეიცარიის პრეზიდენტს. “ასევე მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გამართავს”, – წერს Ukrinform-ი.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 14 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ დავოსში, ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის მრჩეველთა მეოთხე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი, ანდრეი ერმაკიც. ღონისძიებაში 81 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო ჩართული. შეხვედრის დღის წესრიგში იყო უკრაინაში მშვიდობის ფორმულის ხუთი პუნქტის განხილვა. კერძოდ – რუსული ჯარების გაყვანა, სამართლიანობის აღდგენა, გარემოსდაცვითი უსაფრთხოება, ომის განმეორების თავიდან აცილება და ომის დასრულების დადასტურება.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში დღეს გაიხსნება და 19 იანვარს დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება