თითოეულ რუსულ რაკეტას ათობით კომპონენტი აქვს, რომლებიც შექმნილია სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის კომპანიების მიერ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული რაკეტების წარმოება და რუსული თავდაცვის ინდუსტრიის მუშაობა ეფუძნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ბუნდოვან კავშირებს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, ასეთი ელექტრონული კომპონენტების გარეშე, რუსული ტერორი გაცილებით ნაკლები იქნებოდა, რაკეტების უფრო რთული წარმოების გამო.
ზელენსკის თქმით, ექსპორტის ასეთ განსაკუთრებულ სახეობაზე კონტროლს დიდი მნიშვნელობა აქვს. მან მოუწოდა შვეიცარიას, აქტიურად იმუშაოს ყველა პარტნიორთან, რათა ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და დაბლოკოს მისი ტერორისტული პოტენციალი.
“უკრაინას შვეიცარიის მხარდაჭერის იმედი აქვს, რათა დაბლოკოს სანქციების გვერდის ავლის ყველა სქემა. ამჟამად ჩვენ ვხედავთ რუსულ რაკეტებს, რომლებიც ატერორებენ ჩვენს ქალაქებს, სხვა იარაღს, რომელსაც ისინი იყენებენ და მათი სამხედრო მრეწველობის მუშაობა ეფუძნება მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან ჩრდილოვან კავშირებს. თითოეულ რუსულ რაკეტას ათობით კომპონენტი აქვს, რომლებიც შექმნილია სხვა ქვეყნების, მათ შორის ევროპის კომპანიების მიერ”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება