არქივი9 იანვარი, 2024, 12:12
ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიას ეწვევა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შვეიცარიაში ვიზიტს გეგმავს, - ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიული გამოცემა Tages-Anzeiger-ი დამოუკიდებელ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ბერნში ვიზიტს 15 იანვარს გეგმავს, ხოლო მოგვიანებით დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვა სიტყვით, რომელიც 15 იანვრიდან 19 იანვრამდე გრძელდება.
შვეიცარიაში ვოლოდიმირ ზელენსკის ვიზიტის დაგეგმვითი სამუშაოები გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებიდან დაიწყო.
შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალურ დეპარტამენტს ზელენსკის ვიზიტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.