ვოლოდიმირ ზელენსკი: ინიციატივა პუტინის ხელში აღარ არის… ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ ამ ომის შეჩერებას

“ომის დასაწყისიდან, როდესაც პუტინი ამბობდა, რომ ორ-სამ დღეში დაგვიპყრობდა, ჩვენ ავაშენეთ ძლიერი სამხედრო-ტექნოლოგიური ინდუსტრია. ჩვენ გვაქვს 500 კომპანია ძალიან ძლიერი ტექნოლოგიებით… ჩვენ გვესმის, რომ ეს ომი ყოველ სამ-ექვს თვეში იცვლება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ტექნოლოგიები…
პუტინზე სწრაფები უნდა ვიყოთ, რადგან პუტინს მეტი ცოცხალი ძალა ჰყავს. ჩვენ კი უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი და გამოვიყენოთ უფრო მეტი ტექნოლოგია, ვიდრე მათ ჰყავთ ადამიანები… პუტინი ყოველთვიურად 30 000 ჯარისკაცს კარგავს. დანაკარგი დიდია, მაგრამ მას ამ ომის შეჩერება არ სურს. ასე რომ, ახლა ინიციატივა პუტინის ხელში აღარ არის… ჩვენ ყოველდღე ვითხოვთ ამ ომის შეჩერებას. გარკვეული პერიოდით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და დიპლომატებისთვის მოლაპარაკებების შესაძლებლობის მიცემას. მაგრამ პუტინს ეს არ სურს. ასე რომ, პრობლემა სწორედ ეს არის“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში.