ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემი ნდობა დაიწყო - გაიგო რეალურად ვის არ სურს ომის დასრულება

ვოლოდიმირ ზელენსკი - ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემი ნდობა დაიწყო - გაიგო რეალურად ვის არ სურს ომის დასრულება

პრეზიდენტმა ტრამპმა რეალურად გაიგო, ვის არ სურს ომის დასრულება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ ულტრამემარჯვენე ბლოგერთან, ლორა ლუმერთან ინტერვიუში განაცხადა.

“პრეზიდენტმა [ტრამპმა] გაიგო რეალურად ვის არ სურს ომის დასრულება. პირიქითაც კი. მან გაიგო, რომ ჩვენ პუტინის გაჩერება გვინდა, გაიგო, რომ ნამდვილად გვსურს მშვიდობა. ვინაიდან, ადრე ხმები ისმოდა, რომ უკრაინას გაჩერება არ უნდა”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ უკრაინას, რა თქმა უნდა, გამარჯვება სურს.

“მაგრამ უპირველეს ყოვლისა ადამიანების სიცოცხლეებზე ვართ ფოკუსირებული. თუ ხვალ შევძლებთ ომის გაჩერებას, დაზავების მიღწევას, ეს უკეთესია, ვიდრე 10-20 წელი გამარჯვებისთვის ბრძოლა და ჩვენი ხალხის კარგვა. დაზავება საუკეთესო ალტერნატივაა…

ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა ჩემი ნდობა დაიწყო და ეს საკვანძო მომენტია, თუ ტონის ცვლილებაზე ვისაუბრებთ,” - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ტრამპთან მისი ურთიერთობების გარდამტეხი მომენტი ვატიკანში მოკლე შეხვედრა გახდა, რომელიც 2025 აპრილს წმინდა პეტრეს ბაზილიკაში გაიმართა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.